მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-ში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს Apple და Nvidia მართავენ

openai

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Apple და Nvidia გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ. მედიის თანახმად, ვენჩურული კაპიტალის ფირმა Thrive Capital-ის მიერ ორგანიზებულ დაფინანსების რაუნდში ტექნოლოგიური გიგანტები მულტიმილიარდიან კონტრიბუციას განიხილავენ.

წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში Apple და Nvidia ტექნოლოგიური სტარტაპის უმსხვილესი ინვესტორების რიგში Microsoft-ს შეუერთდებიან, რითაც OpenAI-ის ჯამში $100 მილიარდის ინვესტიციას მოუტანენ.

დაფინანსების რაუნდში Apple-სა და Nvidia-ს მონაწილეობა OpenAI-ში ინვესტირების პირველი შემთხვევა იქნება ორივე კომპანიისთვის, იმის ფონზე, რომ თითოეული მათგანი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ ტექნოლოგიური გიგანტები OpenAI-ში.

OpenAI-ის უმსხვილეს ინვესტორად კვლავ Microsoft-ი რჩება, რომელმაც მის განვითარებაში 2019 წლიდან $13 მილიარდამდე ჩადო და კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელიც გახდა.

OpenAI-მ თავისი დიდი ენის მოდელი, ChatGPT 2022 წლის ნოემბრიდან აამოქმედა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულიც გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები