მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI სურვილს გამოთქვამს Google Chrome შეიძინოს

chrome

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და კომპანია Google-ს შორის მიმდინარე დავის ფონზე, ChatGPT-ის შემოქმედი სტარტაპი OpenAI სასამართლოს მიმართავს და Chrome-ის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს.

განცხადების თანახმად, თუკი სასამართლო დავაში ბრალდების მხარე გაიმარჯვებს და Google-ს თავისი ბრაუზერის, Chrome-ის გაყიდვა დაევალება, მაშინ OpenAI ამ აქტივს სიამოვნებით შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ დავა შედარებით ახალი დაწყებულია და დიდი ალბათობით, ის დროში საკმაოდ გაიწელება. ასევე, უცნობია, წააგებს თუ არა Google-ი ამ ანტიმონოპოლიურ დავას, რადგან კომპანია მსგავს ვითარებაში აქამდეც არაერთხელ ყოფილა, შესაბამისად, OpenAI-ის ეს განცხადება უფრო მეტად პოლიტიკურ მესიჯს წარმოადგენს, ვიდრე რეალური გარიგების განხორციელების სურვილს.

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ OpenAI-ის მთავარი კონკურენტი ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით სწორედ Google-ია, რომელიც ChatGPT-ის კონკურენტ Gemini-ის ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები