მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI წელს საფონდო ბირჟაზე IPO-ს გეგმავს – რა იქნება შეფასება?

openai

ხელოვნური ინტელექტის გიგანტი OpenAI მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლისთვის ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აქციების საჯარო განთავსებას, ანუ IPO-ს გეგმავს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, საჯარო ბაზარზე გასვლისას OpenAI-ის კაპიტალიზაციამ დებიუტის დღეს შეიძლება 1 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს, რაც AI-სექტორის რეკორდი იქნება.

თავად საფონდო ბირჟაზე განთავსების მიზანს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, OpenAI-ს უზარმაზარი კაპიტალი ესაჭიროება AI-მოდელების განსავითარებლად და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაზედაც კომპანია ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს. გარდა ამისა, კომპანიას სურს დაასწროს თავის მთავარ კონკურენტს, Anthropic-ს, რომელიც ასევე 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს საფონდო ბირჟაზე გამოჩენას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ უკვე დაიწყო არაოფიციალური მოლაპარაკებები უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან, რათა ფინანსურად მომზადდეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IPO-სთვის, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება.

აღსანიშნავია, რომ IPO-მდე OpenAI კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო რაუნდის დახურვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ის 100 მილიარდი დოლარის მოზიდვასა და კომპანიის ღირებულების 830 მილიარდ დოლარამდე გაზრდას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები