მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოპერატიული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს $5 მილიონის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა" - გამომძიებელი

ოთარ ფარცხალაძე

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის უკან 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ძმები მიქაძეები და ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე იდგნენ.

ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა, რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა. სხდომები მედიისთვის დახურულია და ფოტო და ვიდეო გადაღება ვერ ხორციელდება. სხდომის დეტალებზე კი ipn წერს.

მისი თქმით, ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევან ჯანგველაძის ძმა „კანონიერი ქურდია“.

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც გიორგი კაჭკაშივილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიყლი ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ, რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.

ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილი.

ოპერატიული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე "თბილისი ტაუერთან" შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა",- განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.

რა ბიზნესებს ფლობენ ძმები მიქაძეები, რომლებიც შეკვეთილ მკვლელობაში არიან ბრალდებულნი - ბიზნეს რეესტრი

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს 19 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. იქამდე, 2023 წლის 14 სექტემბერს ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა. ოთარ ფარცხალაძის სანქცირება მოხდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მავნე საგარეო ქმედებების შეზღუდვისკენ მიმართული, აშშ-ის პრეზიდენტის აქტის (Executive Order 14024) ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები