მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული - თურნავა ფარცხალაძეზე

თურნავა

სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მისი ბრძანებები ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული არასდროს ყოფილა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში მიღებული საგამონაკლისო წესის შემოღებას შეეხებოდა. ამასთან დაკავშირებით ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეს "ნაფტალინ მოყრილი" კითხვაა.

- ჟურნალისტი: ოთარ ფარცხალაძის შესახებ გვითხარით, თუ ნანობთ იმ გადაწყვეტილებას რაც მიიღეთ წლების წინ?

- ნათია თურნავა: ნაფტალინ მოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ.

- ჟურნალისტი: რას გულისხმობთ ნაფტალინ მოყრილ კითხვაში? თქვენი ბრძანება [სანქციების გამონაკლისის შესახებ] ხომ ამ დრომდე ძალაშია?

- ნათია თურნავა: ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი.

- ჟურნალისტი: ისევ გამართლებულად მიიჩნევთ როცა ხედავთ რას აკეთებს ფარცხალაძე რუსეთში, როდესაც უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვის და რუსი ჯარისკაცის ფორმა აცვია.

- ნათია თურნავა: ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული.

საუბარია 2023 წლის სექტემბრის ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება მხოლოდ მაშინ როდესაც ანალოგიურის შესახებ საქართველოს სასამართლოს განაჩენი შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები