მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოპოზიცია გაზაფხულზე რევოლუციას აანონსებდა, რომ ინვესტორებს სტაბილურობის შეგრძნება არ ჰქონოდათ - ღარიბაშვილი

60d9e353a921e
ინგა მურუსიძე
28.06.21 19:34
623
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იანვარში ყოველ დღე იმეორებდნენ, რომ გაზაფხულზე უნდა მოხდეს რევოლუცია. რატომ ამბობდნენ ამას? ამბობდნენ, რომ ინვესტორებს არ ჰქონდეთ სტაბილურობის შეგრძნება. მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს ხალხს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობს და ინვესტორებს, ვინც ფულის ჩადებას გეგმავს ქვეყანაში, არის პოლიტიკური სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი ძალა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უწყვეტი პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყო, არის „ქართული ოცნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები