დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება. განცხადება გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას რუსეთის მხრიდან დაპყრობის ახალ ფორმად მიიჩნევს. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ მსოფლიოს უნდა დაანახოს , რომ დემოკრატიული არჩევნების უფლებას არ დათმობს. ცესკო-ს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 53%, ოთხმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ 38% მიიღო. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და სხდომას არც პრეზიდენტი მოიწვევს?
სტუმარი: ვახუშტი მენაბდე - კონსტიტუციონალისტი;