ჭავჭავაძის გამზირზე გამართული 24-საათიანი საპროტესტო აქცია კვლავ უცვლელ ადგილზე გაგრძელდება.
როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სტრატეგია საპროტესტო აქციების პერმანენტულ რეჟიმში გამართვაა იქამდე, მანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მიაღწევს.
“ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე”,- აცხადებს მელია.