მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ოპოზიციის მოთხოვნები/ შემდგომი ნაბიჯები? - გზავნილები აქციიდან

აქცია

ოპოზიციურმა პარტიებმა, რუსთაველზე გამართულ აქციაზე, სადაც მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ, თავიანთი შემდგომი ნაბიჯები და მოთხოვნები გააჟღერეს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციის სამი სტრატეგია დაასახელა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

  • ყველას უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ გაყალბებები, რომლებიც შეასრულა მთავრობამ;
  • დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ცესკოს შედეგები;
  • წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა;

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იქამდე იქნება აქციები, მანამ "ივანიშვილის ხელისუფლება არ დამარცხდება" და დასძინა, რომ პროტესტი იქნება ყოველ დღე. უახლოესი გამოსვლა კი ხვალ, 14 საათზე სპორტის სასახლეს დააანონსა.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მთელ საქართველოს მოედება.

„გეგმა ვართ ჩვენ, გავიმარჯვეთ – გაყალბების მიუხედავად. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოედება მთელ საქართველოს. უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, და ვუთხრათ ხალხს – გამოდი, შემომიერთდი, იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელის ზღვარზეა. გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ითხოვს ახალი არჩევნების დანიშვნას, არ აღიარებენ არჩევნებს და არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები