მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე - ნიკა მელია

ნიკა მელია

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თქმით, აქციები ყოველ დღე უნდა გაიმართოს.

“ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე.

ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან. ყოველ დღე უნდა გავმართოთ აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ ადამიანს ეკადრება”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის: ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე აქცია, მაშინ ითქვა, რომ ოპოზიციის ლიდერები მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები