მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებები უპრეცედენტო თავდასხმაა დემოკრატიაზე - ნორვეგიის საგარეო უწყება

ნორვეგია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაკავებებს ეხმაურება. როგორც სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნორვეგია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისკენ.

"საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის ბოლოდროინდელი დაპატიმრებები უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოს დემოკრატიაზე წარმოადგენს. ნორვეგია მოუწოდებს უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლებისკენ და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების დასრულებისკენ", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები