ოპრა უინფრი კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გაიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დონაციიდან 1 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის სურსათის ფონდს გადაეცემა (America’s Food Fund).
უინფრის არ დაუკონკრეტებია დარჩენილი 9 მილიონი აშშ დოლარი რა პრინციპით გადანაწილდება, მაგრამ აღნიშნა, რომ თანხა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქების დასახმარებლად დაიხარჯება.
„მაშინ, როცა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა, „დავრჩეთ სახლში“ და ვიყოთ უსაფრთხოდ, მე ვიცი, რომ ბევრი ჩვენთაგანი დახმარების გზებს ეძებს“, - განაცხადა უინფრიმ Instagram- ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
3 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 245,373 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +496), გარდაიცვალა 6,095 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +25), ხოლო გამოჯანმრთელდა 10,403 ინფიცირებული.