მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ბეჭედი +54%, დიზელი +48%... - რა გაძვირდა|გაიაფდა მაისში ყველაზე მეტად?

სურსათის ფასები

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა. მეორე პოზიციაზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების მატებას უკავშირდება. საწვავის ფასის მიმართულებით ზრდა 22.7%-ს შეადგენს.

BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას მაისში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების შესახებ:

  1. მწვანე ლობიო - წლიურად გაძვირდა 118.87%-ით
  2. ქლიავი - წლიურად გაძვირდა 79.92%-ით
  3. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - წლიურად გაძვირდა 53.76%-ით
  4. დიზელის საწვავი - წლიურად გაძვირდა 47.99%-ით
  5. გაზეთი - წლიურად გაძვირდა 41.35%-ით
  6. მსხალი - წლიურად გაძვირდა 36.83%-ით
  7. პომიდორი - წლიურად გაძვირდა 36.74%-ით
  8. წიწაკა - წლიურად გაძვირდა 32.91%-ით
  9. შებოლილი თევზი - წლიურად გაძვირდა 31.20%-ით
  10. ჟურნალი - წლიურად გაძვირდა 29.57%-ით

ფასების ყველაზე მეტი კლება კი შემდეგ პროდუქტებზე დაფიქსირდა:

  1. კარტოფილი - წლიურად გაიაფდა 26.4%-ით
  2. ტელევიზორი - წლიურად გაიაფდა 22.6%-ით
  3. ნიორი - წლიურად გაიაფდა 22.13%-ით
  4. ინტერნეტის გადასახდელი - წლიურად გაიაფდა 22.04%-ით
  5. ფორთოხალი - წლიურად გაიაფდა 20.08%-ით
  6. მანდარინი - წლიურად გაიაფდა 18.78%-ით
  7. თეფში - წლიურად გაიაფდა 17.54%-ით
  8. სარეცხი მანქანა - წლიურად გაიაფდა 16.29%-ით
  9. მაცივარი - წლიურად გაიაფდა 15.32%-ით
  10. ბავშვის კოლგოტი - წლიურად გაიაფდა 14.45%-ით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები