28 ოქტომბერს პარიზში ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო დაჯილდოების - ოქროს ბურთის ცერემონიალი გაიმართა. შოუს ორგანიზატორი ადგილობრივი გამოცემა France Football-ია, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო მოთამაშეებს ავლენს. წლევანდელმა ღონისძიებამ ქართველებისთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან საუკეთესო გოლკიპერის ნომინაციაზე გიორგი მამარდაშვილის კანდიდატურა ვიხილეთ.