მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს და ვერცხლის ფასები მცირედით გაიზარდა

ოქრო და ვერცხლი

აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების წარმატებით დასრულების მოლოდინში, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები მცირედით, დაახლოებით 1%-ით გაიზარდა.

ამჟამად ოქროს ფასი უნციაზე 4,200 დოლარს შეადგენს, ხოლო ვერცხლი დაახლოებით 67 დოლარად ივაჭრება.

მეტალების ზრდის მიზეზი მშვიდობის მოლოდინია, რომელიც, წესით, ნავთობის მიწოდებას აღადგენს, ინფლაციურ წნეხს შეამცირებს და FED-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისაკენ არ უბიძგებს, ეს კი ის მთავარი ფაქტორია, რომელზედაც ოქროს ფასია დამოკიდებული. ამას ის განაპირობებს, რომ ოქრო პასიური აქტივია, ხოლო ობლიგაციების სანაცვლოდ ინვესტორები პერიოდულ პროცენტულ სარგებელს იღებენ, რაც უფრო მიმზიდველია, ვიდრე ძვირფასი მეტალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები