მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ექსპორტი 29%-ით შემცირდა - სად ვყიდით ძვირფას ლითონს?

ოქრო

2024 წლის იანვარში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი თითქმის 40%-ით შემცირდა. მათ შორის, 29%-ით არის შემცირებულია ოქროს ექსპორტიც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2023 წლის პირველ თვეს საქართველომ 9.9 მლნ აშშ დოლარის 350 კგ ოქრო გაყიდა, 2024 წელს კი, 7 მლნ აშშ დოლარის 210 კგ.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მიმდინარე წელს, საქართველოდან ოქრო ექსპორტზე 3 ქვეყანაში გავიდა:

  • შვეიცარია - $6.2 მლნ;
  • თურქეთი - $728.4 ათასი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $138.8 ათასი.

ცნობისთვის, გასულ წელს ოქროს ექსპორტი გაიზარდა. 2023 წელს საქართველოდან 88.7 მლნ აშშ დოლარის 2.7 ტონა ოქრო გაყიდა, 2022 წელს კი, 81.4 მლნ აშშ დოლარის 2.6 ტონა ძვირფასი ლითონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები