მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდით ძვირფას ლითონს?

ოქრო

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ ოქროს ექსპორტით 41 მილიონ 394 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საუბარია დაუმუშავებელ, ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქროს ნაწარმზე.

საქსტატის მონაცემებით, მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაიზარდა. ამგვარად, ამ დასახელების საქონელმა ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში 1.8%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 38 მილიონ 242 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში 5 თვის ჭრილში ოქროს ექსპორტი მზარდია და ექსპორტის ზრდის დინამიკას სრულად ადგილობრივი წარმოების საქონლის რეალიზება განაპირობებს.

2024 წლის იანვარ-მაისში ოქრო სამ ქვეყანაში გაიყიდა:

1. შვეიცარია - $37.4 მლნ;

2. თურქეთი - $3.5 მლნ;

3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $459 ათასი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საექსპორტო ქვეყნების რუკაზე ცვლილება შეეხო გერმანიას, რომელიც 2019-2022 წლებში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები