მსხვილმა ფრანგულმა ბანკმა, BNP Paribas-მა ოქროს ფასთან დაკავშირებით ახალი პროგნოზი გაავრცელა, რომლის მიხედვით, წელს უნცია მეტალის ფასი შეიძლება 6,000 დოლარამდე გაიზარდოს, რაც ახალი რეკორდი იქნება.
BNP-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მაკროეკონომიკური გაურკვევლობა და მზარდი გეოპოლიტიკური რისკები „იდეალურ შტორმს“ ქმნის, რომელიც ინვესტორებს ოქროსაკენ უბიძგებს, რადგან ის რისკებისგან თავის დაცვის ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა.
ანგარიშის თანახმად, ამ პროგნოზის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი აშშ-ის მზარდი სახელმწიფო ვალი და ინფლაციური მოლოდინებია, რაც დოლარის მსყიდველობითი უნარის მიმართ ეჭვებს აჩენს. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, ოქროს მარაგების რეკორდული ტემპით შევსებას აგრძელებენ, რაც მოთხოვნას და ფასს ზრდის.
თუკი BNP Paribas-ის პროგნოზი გამართლდება, ოქროს ფასი ამჟამინდელ ნიშნულთან შედარებით 20%-ით გაიზრდება. აქვე, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წელს ოქროს ფასმა უკვე მიაღწია უნციაზე 5,600 დოლარს, მაშინ 6,000-დოლარიანი ნიშნულის დაძლევა რთულად არ უნდა ჩაითვალოს.



























