მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა - გავლენა ქართულ ბაზარზე

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. 7 მარტს უნცია მეტალის ღირებულებამ 2,155 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამჟამად ოქროს ფასს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინები განსაზღვრავს. ოქრო ძვირდება საქართველოშიც და როგორც ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე მატება 10% იანია. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან. ფასები არ დაუკორექტირებიათ მსხვილ რეალიზატორებს, რომლებიც საერთაშორისო ბირჟაზე არსებულ ვითარებას კიდევ დააკვირდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები