საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ კვირაში ოქროს ფასი 1%-ითაა გაზრდილი და უნცია (28.3 გრ.) მეტალის ღირებულება 2,031 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.
გარდა ამისა, ოქროს ფასზე უდიდეს გავლენას ახდენს აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება. FED-ის ბოლოს შეხვედრაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ 2024 წლიდან მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდება, ეს კი ოქროს ფასზე პოზიტიურად აისახება, რადგან ოქროს ღირებულებასა და რეფინანსირების განაკვეთს შორის საპირისპირო მიმართებაა.