მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი იზრდება - გავლენა საქართველოზე

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ამჟამად უნცია ოქროს ფასი 2200 $-ს აჭარბებს, გასული კვირის განმავლობაში კი ფასი 2 250 $-საც გადასცდა. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2 500-იან ნიშნულსაც გადასცდება.

ბოლო 1 წლიან პერიოდში ერთი უნცია ოქროს ფასი 12%-იან ზრდას აჩვენებს, რაც ეტაპობრივად ქართულ ბაზარზეც ისახება. ამჟამად 585 სინჯიანი გრამი ოქროს ღირებულება 145-160 ლარის ფარგლებშია, 999 სინჯის ფასი კი 192-200 ლარის ფარგლებშია.

სტუმარი: თორნიკე სამხარაძე - „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი