მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ფასი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება – HSBC

ფასი

წამყვანი ბრიტანული ბანკის, HSBC-ის პროგნოზით, მიმდინარე 2025 წლის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 3,215 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც 200 დოლარით მეტია წინა პროგნოზთან შედარებით.

რაც შეეხება 2026 წლის მოლოდინს, ამ მიმართულებით საშუალო საპროგნოზო ფასი უნციაზე 3,125 დოლარს შეადგენს, ნაცვლად აქამდე ნავარაუდევი 2,915 დოლარისა.

HSBC-ის შეფასებით, საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდა გლობალური გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით და ოქროზე, როგორც სარეზერვო-სადაზღვევო აქტივზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ოქროს ფასმა რეკორდულ 3,500 დოლარს მიაღწია და ის ამჟამად საშუალოდ 3,340 დოლარად ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები