მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა შეისყიდეს ყველაზე მეტი ოქრო 2022 წელს?

6420a4e331d2c
მარიამ იზორია
27.03.23 00:00
977
მსოფლიოში არსებული ოქროს დაახლოებით მეხუთედი ცენტრალური ბანკების ხელშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებისა და იმ ადამიანების გარდა, რომლებიც ძვირფასეულობებს მოიხმარენ, ცენტრალური ბანკები ოქროზე მოთხოვნის ფორმირების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. გამოცემა Visual Capitalist-ის ინფორმაციით, 2022 წელს ცენტრალურმა ბანკებმა, 1967 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ოქრო შეისყიდეს, როცა 2000-იანი წლების დასაწყისში ცენტრალური ბანკები ოქროს მთავარი გამყიდველები იყვნენ.

ქვეყნების სავალუტო რეზერვებში ოქროს მნიშვნელოვანი როლი აქვს. პირველი, უმთავრესი მიზეზი, რატომაც ცენტრალური ბანკები ოქროს შესყიდვით ასე ინტერესდებიან, სავალუტო რეზერვების დაბალანსებაა. ცენტრალური ბანკები ოქროს დახმარებით სავალუტო რისკებს მართავენ. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვებში ოქროს არსებობა მნიშვნელოვანია, ოქროს დოლართან უკუპროპორციული კორელაციაა. როდესაც დოლარის ღირებულება ეცემა, ოქროს ფასი იზრდება, ეს კი ცენტრალურ ბანკს არასტაბილურობისგან იცავს.

1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში ცენტრალური ბანკები ოქროს წმინდა რეალიზატორები იყვნენ. Ეს რამდენიმე მიზეზით ხდებოდა. მათ შორის იყო ოქროს ფასის კლების ტენდენციაც. როდესაც ოქროს ფასი ეცემოდა, ის ბანკებისთვის მომენტალურად არამიმზიდველ ინვესტიციად იქცეოდა. 2010 წლიდან ქვეყნების ცენტრალური ბანკები ყოველწლიურად ოქროს წმინდა შემსყიდველები გახდნენ. ამაზე გავლენა 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა და 2007-2008 წლების გლობალურმა კრიზისმა მოახდინა.

Visual Capitalist-მა იმ ქვეყნების ათეული შეადგინა, რომლებიც 1999-2021 წლებში ყველაზე მეტ ოქროს ფლობდნენ. ამ პერიოდში ათეულის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს სრული რაოდენობის 84% იყო შესყიდული.რაც შეეხება უშუალოდ ამ ქვეყნებს, რეიტინგის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში ოქროს ყველაზე დიდი შემსყიდველი ქვეყნები რუსეთი და ჩინეთი იყო. უფრო კონკრეტულად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ამ წლების მანძილზე ჯამში 1888 ტონა ოქრო იყიდა. ინფორმაციისთვის, ქვეყანამ ოქროს შესყიდვის ტემპი 2014 წლის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ გაზარდა. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 1552 ტონა ოქრო იყიდა. ამ ათეულს, თურქეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთი, ტაილანდი, პოლონეთი და მექსიკა ავსებს. საინტერესოა, რომ სიაში შემავალი ქვეყნების უმრავლესობას განვითარებადი ეკონომიკები აქვს და სავარაუდოდ ეს ქვეყნები ოქროს მარაგს ფინანსური და გეოპოლიტიკური რისკებისგან თავდაცვის მიზნით ავსებდნენ.

რაც შეეხება გასულ წელს, 2022 წელს ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული მოცულობის, 1 136 ტონა ოქრო შეიძინეს, შესყიდული ოქროს ღირებულებამ 70 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი მოცულობის ოქრო, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შეისყიდა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა 2022 წელს 86%-იან ინფლაციას განიცდიდა, თურქეთმა შეძლო და რეზერვებს 148 ტონა ოქრო შემატა. თურქეთის შემდგომ მსხვილ შემსყიდველებს შორის იყო ჩინეთი. ქვეყანამ 2022 წელს რეზერვები 62 ტონა ოქროთი გაამდიდრა. ეგვიპტემ მთლიან შესყიდვებში 4%-იანი წილი 47 ტონა შესყიდული ოქროთი დაიკავა. ეგვიპტის შემდეგ ყველაზე მსხვილი მოცულობის ოქრო კატარის, ირანისა და ინდოეთის ცენტრალურმა ბანკებმა შეისყიდეს.
2022 წელს შესყიდული ოქროს ტოპ-ათს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ეკვადორი ავსებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს ოქროს ოფიციალური შესყიდვების მნიშვნელოვანი ორი მესამედი, ანუ დაახლოებით 741 ტონა ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული არ იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, აღურიცხავი ოქროს შესყიდვები სავარაუდოდ ჩინეთიდან და რუსეთიდან განხორციელდა - ანუ ქვეყნებიდან, რომლებიც გლობალური ვაჭრობის დედოლარიზაციას დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ცდილობენ.

1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში ცენტრალური ბანკები ოქროს წმინდა გამყიდველები იყვნენ. Ეს რამდენიმე მიზეზით ხდებოდა. მათ შორის იყო ოქროს ფასის კლების ტენდენციაც. მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და ოქროს ფასის კლებიდან გამომდინარე ის ბანკებისთვის არამიმზიდველ ინვესტიციადd იქცა. 2010 წლიდან ქვეყნების ცენტრალური ბანკები ყოველწლიურად ოქროს წმინდა შემსყიდველები გახდნენ. ამაზე გავლენა 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა და 2007-2008 წლების გლობალურმა კრიზისმა მოახდინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები