მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ფასი მკვეთრად ეცემა

ლითონი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი მკვეთრად ეცემა. ერთდღიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 5.5%-ს აღწევს, რაც უნციაზე 225-დოლარიან კლებას ნიშნავს.

ამჟამად უნცია მეტალის ფასი 4,138 დოლარს შეადგენს, რაც, კორექციის მიუხედავად, წლიურად მაინც 51%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოქროს ფასი შემცირება უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ სამომავლო პროგნოზების გადახედვას უკავშირდება. როგორც ჩანს, ინვესტორები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოქროს შეფასება ზედმეტად მაღალ ნიშნულზეა და მისი დამატებით ზრდა უახლოეს მომავალში აღარ არის მოსალოდნელი.

ოქროს ვარდნის პარალელურად, იზრდება გლობალური საფონდო ინდექსების შეფასება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კაპიტალი ოქროდან კომპანიების აქციებში გადაედინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები