მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ფასი რეკორდულად, $3000-მდე გაიზარდა - როგორია პროგნოზები?

ლითონი

აშშ-ში სავაჭრო ასპარეზზე დაძაბულობის ფონზე, ოქროს ფასმა პარასკევს რეკორდულ ნიშნულს, ერთ უნციაზე $3000-ს გადააჭარბა. კერძოდ, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში ოქროს ფიუჩერსების ფასი 0.6%-ით, $3009.1-მდე გაიზარდა.

ოქრო, რომელიც, როგორც წესი, საიმედო ინვესტიციად ითვლება ეკონომიკური რყევების ეპოქაში, 2025 წელს 14%-ით გაძვირდა, რაც ნაწილობრივ, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომთანაა დაკავშირებული.

Macquarie Group-ის პროგნოზით, ოქროს ღირებულება კვლავ გაიზრდება და წლის მესამე კვარტალში $3500-ს მიაღწევს. როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, მიმდინარე წელს ოქრო მოსალოდნელზე მეტად გაძვირდა.

"ვზრდით ჩვენს პროგნოზს ოქროს ღირებულების შესახებ, წლის მესამე კვარტალში, საშუალო პიკით $3150 ერთ უნციაზე და ერთჯერადი ზრდით - უნციაზე $3500-მდე.

პრეზიდენტ ტრამპის სწრაფმა გადაწყვეტილებებმა, გამოეცხადებინა იმპორტის ტარიფები, გეოპოლიტიკურ გაურკვევლობა გამოიწვია და ხელი შეუწყო ინფლაციური მოლოდინების ზრდას, ფრონტალური განაკვეთის დაწევასა და ოქროს ღირებულების ზრდას", - წერს მარკუს გარვი.

Macquarie Group-ის განახლებულ პროგნოზს წინ უსწრებდა ფრანგული ბანკის, BNP Paribas-ის მიერ პროგნოზის გაზრდა მეორე კვარტალისთვის - უნციაზე $3100-მდე.

"ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სატარიფო მუქარების გავრცელება და საერთაშორისო ურთიერთობების გადახედვა მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ახალ შრეს აჩენს, რაც ოქროსთვის არსებითი ბუსტია", - წერს BNP-ის ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები