მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ფასი

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება - კვირის განმავლობაში ოქროს ფასი 3%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 3,950 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 50%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 9%-ს აღწევს.

აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 7.5%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი 1,560 დოლარს აღწევს.

თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 53%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 15-წლიან მაქსიმუმს უახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები