ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოქროს იმპორტზე ტარიფები არ დაწესდება.
ტრამპის მიერ ამ თემაზე გამოხმაურების მთავარი მიზეზი შვეიცარიისთვის გაზრდილი ტარიფების ფონზე გაჩენილი კითხვები გახდა. ამერიკულ ბაზარზე არსებობდა შიში, რომ 39%-იანი ტარიფები შვეიცარიულ ოქროსაც შეეხებოდა, თუმცა პრეზიდენტმა განცხადებით ყველა ეჭვი გაფანტა.
ტრამპის განცხადების ფონზე, ოქროს ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი, საშუალოდ 2.5%-ით შემცირდა, თავად ოქროს ფასი კი ლონდონის ბირჟაზე 1.3%-ით დაეცა.
ეკონომისტებმა ტრამპის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ოქროზე ტარიფების დადების შემთხვევაში სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა მიწოდების ჯაჭვებს და მსოფლიოც ახალი ეკონომიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა.




























