გამყარებული დოლარისა და აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდის ფონზე 18 ნოემბერს ოქროს ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა და 2025 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.
Reuters-ის ცნობით, სპოტ-ბაზარზე უნცია ოქროს ღირებულება 1.9%-ით, $3,777.83-მდე დაეცა, დეკემბერში მისაწოდებელი ფიუჩერსების ფასი კი 2.2%-ით შემცირდა და $3,779.50 შეადგინა.
OANDA-ს უფროს საბაზრო ანალიტიკოს კელვინ ვონგის განმარტებით, ოქროს გაიაფება ფედერალური რეზერვის წარმომადგენელთა მკაცრ განცხადებებსა და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე შემოსავლიანობის ზრდას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, დოლარს ამყარებს.
როგორც ცნობილია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არაპროცენტული ოქროს ფლობის ალტერნატიულ დანახარჯს ზრდის და ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას ამცირებს.
KCM Trade-ის მთავარმა საბაზრო ანალიტიკოსმა ტიმ უოტერერმა აღნიშნა, რომ ინვესტორები ოქროს კვლავ ლიკვიდურ აქტივად განიხილავენ და ბაზრის სხვა სეგმენტებში კაპიტალის გამოსათავისუფლებლად პოზიციებს ამცირებენ.
პარალელურად ფასები სხვა ძვირფას ლითონებზეც შემცირდა. სპოტ-ბაზარზე უნცია ვერცხლის ღირებულება დაახლოებით 3%-ით, $46.00-მდე დაეცა და 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. ამასთან, პლატინის ფასი 1.8%-ით, $1,403.49-მდე შემცირდა, პალადიუმის ღირებულება კი 2%-ით დაეცა და $951.83 შეადგინა.
























