2026 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში გლობალურ ბაზარზე ოქროს შესყიდვების დინამიკას კვლავაც ცენტრალური ბანკები განსაზღვრავდნენ. World Gold Council-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ოქროს ყველაზე მსხვილი ოფიციალური შემსყიდველები პოლონეთი და ჩინეთი არიან.
ცენტრალური ბანკების აქტივობა, როგორც წესი, გეოპოლიტიკური რისკებით, ინფლაციისგან თავდაცვის სურვილით და რეზერვების დედოლარიზაციის სტრატეგიით არის განპირობებული.
ქვემოთ მოცემულია 2026 წლის განმავლობაში ოქროს ყველაზე აქტიური შემსყიდველი ქვეყნების რეიტინგი:
1. პოლონეთი — 122 ტონა
2. ჩინეთი — 103 ტონა
3. უზბეკეთი — 55 ტონა
4. ყაზახეთი — 41 ტონა
5. ჩეხეთი — 15 ტონა
6. სინგაპური — 10 ტონა
7. ჩილე — 8 ტონა
8. იორდანია — 7 ტონა
9. განა — 6 ტონა
10. კატარი — 5 ტონა























