ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი საქართველოში მოდის - ამის შესახებ, შეჯიბრების შემდეგ, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულმა "პირველ არხთან" განაცხადა.
„პირველ რიგში, მადლობა ყველას მოლოცვისთვის, საოცარი ემოციებია. ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი მოდის საქართველოში და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ წარმატებისთვის და შედეგიც სახეზეა“ - თქვა მან.
პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.