ძვირფასი მეტალების რეკორდულად გაძვირების ფონზე, გლობალურ საფონდო ბირჟებზე ოქროს და სხვა იშვიათი მეტალების მომპოვებელი კომპანიების აქციები მკვეთრად იზრდება.
Gold Miners ETF-ის შეფასება, რომელიც ოქროს მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, მიმდინარე წელს 94%-ით არის გაზრდილი, ხოლო 6-თვიან პერიოდში მატება 67%-ს აღწევს.
ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ გაზრდილი ფასების ფონზე, ოქროს მომპოვებელი კომპანიები რეკორდული შემოსავლების მიღებას შეძლებენ, რაც მათი აქციების შეფასებაზე პოზიტიურად აისახება.
აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს უნცია ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს - 3,950 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























