მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოქროს სიის" შეღავათების გაუქმება - ბიზნესის ხმა

BM.GE
13.06.19 11:49
1061
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ამერიკის სავაჭრო პალატის პროტესტის და ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვერის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი და მისი უწყება შეუვალია. ისინი არ აპირებენ გადახედონ ნორმატივს, რომელიც დაახლოებით ორიოდ კვირის წინ გახადეს საჯარო განზრახვა და ამ ორშაბათიდან, ყველაფერი უკვე ძალაშიც შევიდა. სრულად იგნორირებულია ომბუდსმენის და მისი აპარატის რეკომენდაციებიც.

საქმე ეხება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, იმპორტიორი კომპანიებისთვის მთელი რიგი პრეფერენციები უქმდება, რაც ცნობილი იყო ოქროს სიის სახელით,რომელშიც დაახლოები 200 კომპანია შედიოდა, რომელსაც გამორჩეული ფისკალური პორტფელი და კარგი გადამხდელის რეპუტაციაც ჰქონდა. ბიზნესი აპროტესტებს და გუშინ მორიგი მიმართვა მომზადდა ფინანსთა სამინისტროს სახელზე, რომელსაც 11 ბიზნესაცოციაცია აწერს ხელს. ისინი ითხოვენ საკითხში გარკვევას,და არგუმენტებს.


სტუმრები: ალექსანდრე რატიშვილი - "გადასახადის გადამხდელთა კავშირი", პრეზიდენტი;
შალვა ცხაკაია -„დამსაქმებელთა ასოციაცია“, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი;
ანა საბახტარაშვილი - "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია"; ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები