ჩინურმა ავტოგიგანტმა BYD-მა ოქტომბერში 490,168 ავტომობილი გაყიდა, რაც წლიურ ჭრილში 11%-იან ზრდას უდრის. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების დინამიკის გაუმჯობესება ზედიზედ მეექვსე თვეა ფიქსირდება. როგორც ირკვევა, კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი საერთაშორისო ბაზრები გახდა, სადაც საექსპორტო მიწოდება 102.8%-ით გაიზარდა და 170,194 ერთეულს მიაღწია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ბაზარზე სუსტი მოთხოვნისა და მწვავე საფასო კონკურენციის ფონზე, ავტომწარმოებელი გაყიდვების ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად აქცენტს საერთაშორისო მიმართულებაზე აკეთებს.
ინფორმაციისთვის, ჩინური კონკურენტების გააქტიურების გამო, BYD-ის მესამე კვარტალის წმინდა მოგების ზრდა 28%-მდე შემცირდა.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ჩინურ გიგანტს პრობლემები ევროპულ ბაზარზეც შეექმნება, რადგან ევროკავშირში ჰიბრიდული მოდელების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, ახალი მარეგულირებელი შეზღუდვების წინაშე შეიძლება დადგეს. ამის მიზეზი კი ევროპულ ბლოკსა და ოფიციალურ პეკინს შორის ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეიძლება გახდეს.
























