ეკონომიკის სამინისტრო CFD სქემის ფარგლებში მეორე სიმძლავრის აუქციონების გამოსაცხადებლად ემზადება. მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ მეორე სიმძლავრის აუქციონი ოქტომბერში გამოცხადდება და აუქციონზე გამოტანილი იქნება 600 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, მათ შორის იქნება მარეგულირებელი ჰესების პროექტებიც. კრიტიკის მთავარი საგანი კერძო სექტორისთვის ამ ეტაპზე ის მედიანური ტარიფია, რაც პირველი სიმძლავრის აუქციონის დასრულების შემდეგ ჰიდროს, მზის და ქარის ელექტროსადგურების პროექტების შემთხვევაში დაიდო. აუქციონის კომისიის მიერ განსაზღვრული მედიანური ტარიფი ჰესების შემთხვევაში 6,85 ცენტს, ქარის ელექტროსადგურის პროექტების შემთხვევაში 6,82 ცენტს, მზის შემთხვევაში კი 6,37 ცენტს შეადგენს.
ქარის ენერგიის ასოციაციის პოზიციაა, რომ მშენებლობის, ლოგისტიკისა და ტექნოლოგიური ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორებს აღნიშნული ტარიფის პირობებში პროექტების განხორციელება და ჩადებული ინვესტიციის ამოღება ძალიან გაუჭირდებათ.
CFD სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში მთავრობა 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გეგმავს. მათი გაცხადებული პოზიციაა, რომ ამ სქემით ენერგეტიკაში 5 წლიანი უძრაობის ხანა უნდა დასრულდეს. რამდენად იქნება სტიმული CFD მექანიზმი ამ სექტორისთვის არსებული ტარიფების პირობებში,
სტუმრები: გუგა ბარბაქაძე - Helios Energy-ის დირექტორი;
მამუკა მიქაშავიძე - ქარის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელი;