მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში დაკრედიტება ₾69.9 მილიარდამდე გაიზარდა - რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები?

ბანკები

2025 წლის ოქტომბერში საბანკო დაკრედიტებამ 69.9 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საბანკო კრედიტების პორტფელი 8.8 მილიარდი ლარით, ანუ 14%-ით არის გაზრდილი.

ამ სესხებს შორის ბიზნესსექტორის დაკრედიტება 12%-ით, 43.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ფიზიკური პირების სესხები კი 18%-ით, 26 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნეს სექტორს, დაკრედიტებით პირველ პოზიციას კვლავ უძრავი ქონების დეველოპმენტი იკავებს, რომლის პორტფელიც 4.25 მილიარდ ლარს აღწევს. ამასთან, ამ სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირდა და ის მხოლოდ 12%-ს შეადგენს. მეორე პოზიციას სერვისების სექტორი იკავებს ასევე 4.24 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, მესამეზე კი უძრავი ქონების მენეჯმენტია 3.76 მილიარდი ლარის კრედიტებით.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის ბიზნეს საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:

სექტორი სესხების ნაშთი - მლნ ლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
უძრავი ქონების დეველოპმენტი 4,249 მილიონი; 12%
სერვისი 4,246 მილიონი; 23%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 3,759 მილიონი; 21%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3,540 მილიონი; 8%
სასტუმროები და ტურიზმი 3,073 მილიონი; -1%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,596 მილიონი; 27%
ენერგეტიკა 2,576 მილიონი; 3%
ვაჭრობა (სხვა) 2,259 მილიონი; 4%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,131 მილიონი; 3%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,939 მილიონი; 4%
საფინანსო ინსტიტუტები 1,511 მილიონი; 90%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,184 მილიონი; 19%
ჯანდაცვა 1,062 მილიონი; -19%
წარმოება (სხვა) 947 მილიონი; 25%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 935 მილიონი; 12%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 846 მილიონი; 28%
მძიმე მრეწველობა 799 მილიონი; -16%
მათ შორის: ექსპორტიორები 786 მილიონი; 15%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 712 მილიონი; 41%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 590 მილიონი; -2%
სხვა 429 მილიონი; 22%
ავტომობილების დილერები 333 მილიონი; 34%
ტელეკომუნიკაცია 273 მილიონი; 11%
საბითუმო ლომბარდი 257 მილიონი; 22%
ფარმაცევტიკა 228 მილიონი; 35%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 134 მილიონი; 193%
სახელმწიფო ორგანიზაციები 36 მილიონი. -57%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები