მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში დენის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან განხორციელდა

ელექტროენერგია

ოქტომბერში საქართველომ რუსეთიდან 175 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. ამ პერიოდში ქვეყანამ ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და სომხეთისგანაც მიიღო, თუმცა ძალიან მცირე მოცულობის. ჯამში წელს ელექტროენერგიის იმპორტის 700 მლნ კვტ.სთ-მდე იყო, თუმცა დეკემბერ-იანვარში იმპორტი კიდევ გაიზრდება, რადგან ზამთარში საქართველოს გენერაციის ობიექტები თითქმის გაჩერებულია და ქვეყანა ან იმპორტირებულ დენს ან თბოსადგურებიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ბოლო წლებში ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებელი რუსეთია. იქ ნაყიდი ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთზეც ნაწილდება. შარშან საქართველოში რუსეთიდან 786.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რომელიც თითქმის სრულად აფხაზეთმა მოიხმარა.

რაც შეეხება მოხმარებას, ათი თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ჯამურმა მოხმარება თითქმის 12 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები