მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდაურში მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიის გათიშვაა" - ჰოტელიერი

ბაზარი

"გუდაურში მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიის გათიშვაა", - ამის შესახებ სასტუმრო "გუდაური როშეს" გენერალურმა მმართველმა, მაია მურაჩაშვილმა განაცხადა. როგორც მან BMG-სთან საუბრისას მან აღნიშნა, დენი დღესაც გაითიშა და კურორტს ელექტროენერგია რამდენიმე საათი არ მიეწოდებოდა.

"ელექტროენერგია არის უდიდესი პრობლემა. ნებისმიერ ქარიან ამინდში მთლიანად გუდაური ითიშება. ორი დღე არ ჩამქრალა, დღეს ისევ ჩაქრა. ეს ნიშნავს, რომ სასტუმროები იყინება, ხალხი ცივდება, უკმაყოფილოა. ზოგი უკან გასვლას ითხოვს. ალტერნატივა გენერატორზე გადართვაა, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდება", - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ გუდაურში ელექტროქსელის რეაბილიტაცია ,"ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა და ბოლო სტიქიის დღეებამდე გუდაურს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეზღუდვია.

"გუდაურში ელექტროქსელის რეაბილიტაცია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ფიდერებსა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს. მხოლოდ ამ პროექტისთვის კომპანიამ მილიონობით ლარის ინვესტიცია განახორციელა. ოქტომბრის შემდეგ, ბოლო სტიქიის დღეებამდე, გუდაურს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეზღუდვია. დღეს სტიქიის, ქარბუქის გამო მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. ზვავსაშიშროების გამო გუდაურისკენ გადაადგილება უჭირდა კომპანიის სპეციალისტებს, თუმცა შემდეგ პოლიციას და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა მოლაპარაკება და სპეციალისტები მუშაობდნენ ადგილზე, დაზიანებებზე, შესაბამისად, ელექტროენერგია გუდაურში უკვე აღდგა", - აღნიშნავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები