მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე 988 მლნ კვტსთ იყო - ISET

ბაზარი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერი საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1 043 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. რაც, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს. 2022 წლის ოქტომბერში სრული წარმოება 1,034 მილიონი კილოვატსაათი იყო.

წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურების გამომუშავების 179%-იანმა ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის გამომუშავება -11%-ით, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების -30%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 7%-ით შემცირდა, რადგან მიმდინარე წლის სექტემბერში სრული წარმოება 1 118 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა.

წარმოების თვიდან თვემდე შემცირება ჰიდრო (-25%) და ქარის (-15%) სადგურების გამომუშავების შემცირებამ გამოიწვია, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (+42%) გამომუშავება გაიზარდა.

ISET-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 988 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა - 8%-ით ნაკლები 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით და 5%-ით მეტი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით.

2023 წლის ოქტომბერში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 55 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 5%-სა და სრული მოხმარების 6%-ს შეადგენდა. 2022 წლის ოქტომბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 44 მილიონი კილოვატსაათიანი დეფიციტი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების, ასევე, სრული მოხმარების დაახლოებით 4%-ს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები