მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის გამომუშავება 0.7%-ით, ხოლო მოხმარება 6%-ით გაიზარდა - TBC Capital

ელექტროენერგია

"თიბისი კაპიტალის" პუბლიკაციის მიხედვით, მიმდინარე წლის 10 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და 12,315 გვტ. სთ შეადგინა.

ელექტროენერგიის ბაზრის შესახებ პუბლიკაციის თანახმად, იანვარ-ოქტომბერში მოხმარების წლიური ზრდა 6% იყო და მაჩვენებელი 11,468 გვტ. სთ-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება ოქტომბრის მაჩვენებლებს, გამომუშავებამ 959,1 გვტ. სთ შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 8.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თბოგენერაცია შემცირებულია 37.6%-ით, ქარის სადგურის გამომუშავება 15.2%-ით, ხოლო ჰიდროსადგურების გამომუშავება გაზრდილია 12.8%-ით.

ამასთან, 2024 წლის ოქტომბერში მოხმარება წლიურად 11%-ით გაიზარდა და 1,097.3 გვტ. სთ-ს მიაღწია. საცალო სექტორის მოხმარება 10%-ით, ხოლო პირდაპირი მოხმარება გაზრდილია 25.2%-ით. რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარებას, ფიქსირდება მცირედი, 0.6%-იანი კლება.

ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.25 აშშ ცენტი შეადგინა ერთ კილოვატ საათზე, რაც წლიურად 5.7%-იანი შემცირებაა. რაც შეეხება 2024 წლის პირველ ათ თვეს, ამ პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასები წლიურად 5.8%-ით, 5.54 აშშ ცენტამდეა გაზრდილი ერთ კილოვატ საათზე.

ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 179 გვტ. სთ ელექტროენერგია, რომლის თითქმის სრული მოცულობა რუსეთიდანაა იმპორტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები