2025 წლის იანვარში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება შემცირდა. თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, გამომუშავება 21%-ით 924 კვტ.სთ-მდეა შემცირებული, ხოლო მოხმარება 4.5%-ით 1.2 მლრდ კვტ.სთ-მდე. საანგარიშო პერიოდში შემცირებულია როგორც თბოსადგურების (15%) ისე ჰესების გამომუშავება (26%).
შარშან ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია 1%-ით 14.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. ჰიდრო გენერაცია წლიურად 4.4%-ით გაიზარდა 11.3 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გამომუშავების 80% შეადგინა. მნიშვნელოვნად, წლიურად 18.4%-ით შემცირდა თბოსადგურების გენერაცია, რაც გამოწვეული იყო გაზრდილი იმპორტით და ჰიდრო გენერაციით და ექსპორტის შემცირებით.