მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 0.2% გაიზარდა, მოხმარება - 6.5%-ით

ელექტროენერგია

ნოემბერში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად თითქმის 7%-ით 936 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.

2024 წლის 11 თვეში ელექტოენერგიის წარმოება უმნიშვნელოდ 0.2%-ით 13.2 მილიარდ კვტ.სთ-მდე არის გაიზარდა. ასევე გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც, 11 თვეში ჯამურმა მოხმარებამ 12.6 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა, რაც 6.5%-იანი ზრდაა.

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერშიც და 11 თვეშიც საბალანსო ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა. 11 თვის ჭრილში საშუალო ფასი 5%-ით 5.55 ცენტამდეა გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ესკოს გენერაციის ობიექტებისგან შესასყიდი დენი გაუძვირდა, თუმცა ეს გაძვირება სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება, რადგან ეს ტარიფი სემეკის მიერ რეგულირებულია და ამ ეტაპზე უკვე დადგენილიც.

რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში საქართველომ რუსეთიდან 175 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. ამ პერიოდში ქვეყანამ ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და სომხეთისგანაც მიიღო, თუმცა ძალიან მცირე მოცულობის. ჯამში წელს ელექტროენერგიის იმპორტის 700 მლნ კვტ.სთ-მდე იყო, თუმცა დეკემბერ-იანვარში იმპორტი კიდევ გაიზრდება, რადგან ზამთარში საქართველოს გენერაციის ობიექტები თითქმის გაჩერებულია და ქვეყანა ან იმპორტირებულ დენს ან თბოსადგურებიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები