მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 7.5%-ით 1.1 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. TBC Capital-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მოხმარებაც 4%-ით 1.3 მლრდ კვტ.სთ-მდე არის გაზრდილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰიდროსადგურების გამომუშავებამ 759 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც წლიურად 8.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ჰესებისგან განსხვავებით, თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 74%-მდე გაიზარდა და 328 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
რაც შეეხება მოხმარებას, საცალო მოხმარება 754 გვტ. საათს გაუტოლდა (წლიურად 8.7%-იანი ზრდა), ხოლო პირდაპირი მოხმარება 11%-ით 254 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა. 2026 წლის მარტში აფხაზეთის მოხმარებამ 276 მლნ კვტ.სთ შეადგინა (წლიური ზრდა 9.4%).




























