მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში გერმანიის ინდუსტრიული წარმოება გაიზარდა

გაზი
BM. GE
08.12.25 18:55
832

ოქტომბრის თვეში გერმანიის ინდუსტრიულმა წარმოებამ დაწესებულ მოლოდინებს გადააჭარბა. ამ თვეში იგი 1.3%-ით გაიზარდა, რაც ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკისათვის იმედის მომცემია. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვეში იგი არა თუ გაიზარდა, არამედ 1.7%-ით შემცირდა.

უპირველესად, ტემპის ზრდა სამშენებლო სექტორმა გამოიწვია, რომელმაც 2.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად სამშენებლო ინდუსტრია ზრდას მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში მაინც განაგრძობს. ასევე უნდა ვახსენოთ, რომ სამომხმარებლო ბაზარმაც 2.2%-იანი ზრდა განიცადა, რაც ახალი ინვესტიციებით არის განპირობებული.

ოქტომბრის თვის პოზიტიური მაჩვენებლების მიუხედავად, საერთო საწარმოო შესაძლებლობები არც თუ ისე სტაბილურია, რადგან ქვეყანა მაღალი ენერგოხარჯების ფონზე ოპერირებს. ამას ის მონაცემიც ამყარებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულად ენერგოსექტორის წარმოება მოცემულ თვეში 2.4%-ით შემცირდა. ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ კონკრეტულ თვეში მიღებული დადებითი მაჩვენებელი არ გულისხმობს ზოგადი სურათის შემოტრიალებას და რომ გერმანიის ეკონომიკა, საერთო ჯამში მაინც შენელებულ ზრდას განიცდის. ამის მიზეზად სტრუქტურული გამოწვევები და გერმანულ პროდუქციაზე შემცირებული გლობალური მოთხოვნა შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები