PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა.
ოქტომბერში jobs.ge-ზე 7,667 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 12.2%-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 2.1%-ით ნაკლებია.
„თვის ჭრილში, ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა გაყიდვებსა და შესყიდვებში (-17.9%), ხოლო ყველაზე დიდი ზრდა - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (+5.0%).
წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციასა და მენეჯმენტში (-7.6%), ხოლო ყველაზე დიდი ზრდა - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (+54.8%)", - ნათქვამია დასაქმების თრექერში.
2025 წლის აგვისტო-ოქტომბერში Jobs.ge-ზე 23,683 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.3%- ით მეტია. ამ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ, ძირითადად 2025 წლის სექტემბერში ვაკანსიების მკვეთრი ზრდის გამო შეიტანა, ასევე დიდი წილი ეკავა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიას.





























