მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში მოსახლეობამ და ბიზნესმა ₾1 მილიარდის დეპოზიტები დოლარში გადაიტანა

დოლარი

ოქტომბერში მოსახლეობამ და ბიზნესმა 1 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში გადაიტანა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. ანგარიშის თანახმად, 2%-ით შემცირდა დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი და ის სექტემბერში არსებული 51%-დან ოქტომბრის ბოლოსთვის 49%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში ლარის დეპოზიტების მოცულობა 28.3 მილიარდ ლარს შეადგენდა (კლება სექტემბერთან 1.1 მილიარდი ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზომა კი ოქტომბრის ბოლოსთვის 29.16 მილიარდი ლარი იყო (ზრდა სექტემბერთან 1 მილიარდი ლარი).

უფრო დეტალურად, ფიზიკური პირებისთვის და იურიდიული პირებისთვის ეს ცვლილება ასე ნაწილდება:

  • ფიზიკური პირებისთვის - ლარის დეპოზიტების მოცულობაა 10.26 მილიარდი ლარი, კლება სექტემბერთან 400 მილიონი ლარი;
  • იურიდიული პირებისთვის - ლარის დეპოზიტების მოცულობაა 13.1 მილიარდი ლარი, კლება სექტემბერთან 730 მილიონი ლარი.

"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.30% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.91 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.92 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები