მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში მშენებლობა გაძვირდა - მიზეზები

მშენებლობა

2024 წლის ოქტომბერში მშენებლობა გაძვირდა. მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაზრდილია როგორ თვიურ, ასევე წლიურ ჭრილში.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოქტომბრის მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობა 6.8%-ით გაძვირდა.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 31.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.2%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 5.07 და 1.96 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.1%-ით.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4%-იანი მატებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები