საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულების ანაზღაურება მზარდია.
ივლისის მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 24.5%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი, რამაც მშენებლობა 7.8%-ით გააძვირა.
ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით ზრდა უმთავრესად ასევე ხელფასების მატებას უკავშირდება. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თვის ჭრილში 5.4%-ით გაიზარდა.