ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სასტუმროში განთავსების საშუალო ფასი როგორც წინა თვესთან - სექტემბერთან, ასევე ოქტომბერთან შედარებით შემცირდა.
PMC კვლევითი ცენტრის ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ოქტომბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, 11.3%-ით შემცირდა. მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.9%-ით შემცირდა.
ოქტომბერში სასტუმროების ყველაზე მაღალი ფასი სამეგრელო-ზემო სვანეთში (-2.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (-25.0%).
რაც შეეხება სასტუმროს ფასების ინდექსის წლიურ ცვლილებას, მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 11.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.7%-ით შემცირდა.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი ქვემო ქართლში (26.0%), ყველაზე ნაკლები კი შიდა თბილისში (-18.3%) იყო.
მიმოხილვის ავტორების მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 237 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 118 ლარი იყო.
5-ვარსკვლავიან სასტუმროების შემთხვევაში კი განთავსების საშუალო ღირებულება ოქტომბერში 411 ლარი იყო. ამასთან, თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 562 ლარი, გურიაში - 530 ლარი, კახეთში - 517 ლარი, ხოლო აჭარაში - 319 ლარი იყო.