მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 274%-ით გაიზარდა

6363a54841d88
მარიამ ვარადაშვილი
03.11.22 15:24
679
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 442 603 შეადგინა, რაც 33.4%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს, წლიური ზრდა კი 115%-ია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 3 782 141 ვიზიტი განხორციელდა, 43%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელთან, ხოლო 171%-ით მეტი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ათი თვის მონაცემებს, [იანვარი-ოქტომბერი] რუსეთიდან ჯამში 889 497 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 420%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 33%-ით ნაკლები.

ვიზიტების კუთხით გასულ თვეშიც რუსეთი ლიდერობდა, საიდანაც 109 158 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 274%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წლის მაჩვენებელზე კი თითქმის 8%-ით ჩამორჩება.

მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც 81 033 ვიზიტი განხორციელდა, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით კლება 6.6%-ია, წლიური ზრდა კი 126%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე სომხეთია 72 877 ვიზიტით, წლიური ზრდა 277.6%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ოქტომბერში აქედან ვიზიტების ჯამურმა მაჩვენებელმა თითქმის 31 ათასი შეადგინა, რაც 44.7%-ით ნაკლებია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიური ზრდა 51.5%-ს შეადგენს. ჯამში ათ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან 244 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 45%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიოდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები