Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 2.3 მილიონჯერ წაიკითხეს. Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 488 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.
მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 291 ათასი მკითხველი ჰყავდა; აშშ-დან 61 ათასი; დიდი ბრიტანეთიდან 39 ათასი; ნიდერლანდებიდან 22 ათასი; გერმანიიდან 7 ათასი, ყაზახეთიდან 4.5 ათასი და იტალიიდან 3.9 ათასი.
მომხმარებლების უმეტესობა 283 ათასი მომხმარებელი ჩვენ ვებგვერდს მობილურიდან ეცნობა; ლეპტოპიდან და კომპიუტერიდან 175 ათასი მომხმარებელი, ტაბლეტიდან კი 2.1 ათასი მომხმარებელი.
სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 50.2% ქალი, 49.8% კი კაცია.






















